მანავში სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

სოფელ მანავში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ნუკრი გელაშვილთან და კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაესწრო. მიხეილ ჩხენკელი ასევე გაეცნო მოზარდებისთვის განკუთვნილ აქტივობებს და მათ საცხოვრებელ პირობებს.

მანავის საზაფხულო ბანაკს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. ბანაკში 8 ნაკადის განმავლობაში, მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან 12-16 წლის 1056 მოსწავლე დაისვენებს.

უწყების ინფორმაციით, თითოეული ნაკადი გაივლის ერთკვირიან შემეცნებით/გასართობ პროგრამას. პროგრამის მიხედვით, ერთი დღე სამხედრო თემას დაეთმობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და განუმარტავენ გარკვეულ სიტუაციებში როგორ იმოქმედონ. გარდა ამისა, პროგრამა სხვადასხვა სფეროში არაერთ შემეცნებით და სახალისო თემებს მოიცავს.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 6 ახალგაზრდული ბანაკი იქნება გახსნილი, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით, ჯამში 10 000-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაისვენებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა