ეროვნული ლატარიის ონლაინ პლატფორმა 9 ივლისიდან ამოქმედდება - მოიგე 700000 ლარზე მეტი ჯეკპოტი სახლიდან გაუსვლელად

ტირაჟიანი „ლოტო 6/36“-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდის www.lotto.ge-ის საშუალებით შეიძინონ და შეავსონ ლოტოს ბილეთი და სახლიდან გაუსვლელად მოიგონ ჯეკპოტი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ეროვნული ლატარიიდან“ აცნობეს, ონლიანპლატფორმის ფორმირებაზე, კომპანიის ტექნიკურ გუნდთან ერთად, ლატარიის კომპანიებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი, მსოფლიოში ცნობილი პოლონური კომპანია „Loterity“ მუშაობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლიანპლატფორმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, სანდო და მოქნილი სისტემაა.

„კომპანიის ონლაინპლატფორმაზე მუშაობის პროცესში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ვებვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ამოცანა, ჩვენი პოლონელი პარტნიორების ხელშეწყობით, წარმატებით დავძლიეთ. საქართველოს ეროვნული ლატარია მომხმარებლებს მომავალშიც ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს“, - აღნიშნა „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ლატარიის „ლოტო 6/36“-ის ინტერნეტით ბილეთის შეძენა მხოლოდ 18 წელს მიღწეულ მომხმარებელს შეეძლება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც პირადი მეილის, ისე Facebook-ისა და Google-ის ანგარიშების საშუალებით. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს პირადი ვირტუალური ანგარიში შეექმნება. აღნიშნული რეგისტრაციით მომხმარებელი შეძლებს თანხის შეტანას თავის ვირტუალურ ანგარიშზე სპეციალიზებული მოწყობილობების საშუალებით, კერძოდ, საბანკო ბარათებით, სწრაფი გადახდის აპარატებითა და ელექტრონული საფულეებით. შემდგომში კი ბილეთების შესაძენად და მოგებული თანხის გასატანად მომხმარებელი ვალდებულია, შეავსოს რეგისტრაციის დამატებითი ველები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ან პასპორტის ნომერი, გეოგრაფიული მდებარეობა (ქალაქი, ქვეყანა), საცხოვრებელი მისამართი, სქესი, ტელეფონის ნომერი და გაიაროს ვერიფიკაცია.

ბილეთების შეძენის გარდა, მომხმარებელს საშუალება ექნება, მარტივად მართოს ანგარიში, მოგებული თანხა, განაღდების მიზნით, გადაიტანოს საკრედიტო ბარათსა და ელექტრონულ საფულეზე ან ვირტუალური ბალანსიდან შეიძინოს მომდევნო გათამაშების ბილეთები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ლატარია აქტიურად მუშაობს ISO სერტიფიკატის მიღებაზე, რაც გულისხმობს ტექნიკური უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის აღიარებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა