ხაშურის მერმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

ხაშურის სასპორტო სკოლაში დღეს მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები დააჯილდოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ ჯანაშვილმა მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მოწინავე ძალოსნებსა და მოჭიდავეებს და მათ მწვრთნელებს წარმატება პირადად მიულოცა და ფულადი ჯილდოც გადასცა.

მერიისგან ჯილდო მიიღეს სამბისტმა გიორგი მეხრიშვილმა, რომელმაც 2018 წლის თებერვალში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო აპრილში პრაღაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო აიღო და მისმა მწვრთნელმა ბუხუტი ბუხრიკიძემ, ასევე სამბისტმა მიხეილ ნოზაძემ, რომელიც თებერვალში საქართველოს ჩემპიონი გახდა და მისმა მწვრთნელმა მალხაზ ნოზაძემ.

დაჯილდოვდნენ ძიუდოისტები ლუკა მაისურაძე, რომელიც აპრილში სანკტ-პეტერბურგში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, მაისში კი საქართველოს ჩემპიონს ტიტული დაისაკუთრა და ლაშა ჩადუნელი, რომელიც თბილისის გრან-პრის ტურნირზე მესამე ადგილს დაეუფლა და მათი მწვრთნელი ბეგლარ ხარშილაძე.

თავისუფალ ჭიდაობაში ჯილდო გადაეცა საქართველოს ჩემპიონ თორნიკე კვინიკაძეს მწვრთნელთან, გია კვინიკაძესთან ერთად.

ხაშურის მერიისგან ჯილდო მიიღეს ძალოსნებმაც: გიგა ოდიკაძემ, რომელიც 15 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, გიორგი ხარაზიშვილი, რომელიც ასევე 15 წლამდელებს შორის გახდა საქართველოს ჩემპიონი, ბონდო კილაძე - ასევე საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული 15 წლამდელთა შორის და მათი მწვრთნელი ავთანდილ ხარაზიშვილი.

მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს და მწვრთნელებს მათ მიერ გაწეული შრომისთვის.

„უახლოეს პერიოდში სპორტსმენებისა და მწვრთნელების სამუშაო თუ სავარჯიშო პირობები მკვეთრად გაუმჯობესდება. უკვე დასასრულს უახლოვდება იმერეთის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მოწყობის სამუშაოები, რაც მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, გარდა ამისა, სასიამოვნო სიახლე გვაქვს ფეხბურთელებისთვისაც: მალე მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხაშურის სტადიონის რეკონსტრუქციის სამუშაოებიც დაიწყება,“ - განაცხადა გიორგი გურასპაშვილმა.

ხაშურის მერმა იმედი გამოთქვა, რომ სპორტსმენები თანამოქალაქეებს მომავალშიც არაერთი წარმატებით გაახარებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა