იაპონიის ხელისუფლებამ 520 ათასი ადამიანი გააფრთხილა, სახლები დატოვონ და საევაკუაციო პუნქტებში გადავიდნენ

იაპონიაში ძლიერი წვიმებისა და მეწყერის გამო, 520 ათასმა ადამიანმა ევაკუირების მითითება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NHK ავრცელებს.

იაპონიის 14 პრეფექტურის ხელისუფლებამ მოსახლეობას მითითება მისცა თავიანთი სახლები დატოვონ და საევაკუაციო პუნქტებში გადავიდნენ.

არსებული ინფორმაციით, წყლის დონემ 18 მდინარეში კრიტიკულ ნიშნულს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალმოვარდნა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა