ბელგიის ვიცე-პრემიერი - როდესაც მოსკოვში დისკუსიებს ვმართავთ, საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის საკითხს ყოველთვის ვაყენებთ

როდესაც მოსკოვში დისკუსიებს ვმართავთ, საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის საკითხს ყოველთვის ვაყენებთ, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც რეინდერსმა თქვა, აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ბოლო შეხვედრაზეც.

„ბელგია, ისევე როგორც ევროკავშირი, აცხადებს, რომ შეუძლებელია შევურიგდეთ ამ ოკუპაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ საქართველოს სუვერენობა და ტერიტორიული მთლიანობა. ამ ორი რეგიონის მაცხოვრებლებთან ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით წინსვლა უმნიშველოვანესია და მივესალმებით შერიგების ინიციატივას. მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები ვაჭრობის, განათლების, ხალხთა შორის თავისუფალი გადაადგილების თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფორმატი ჟენევაში, რომელსაც მხარს ვუჭერთ და იმედი გვაქვს, რომ აქ წინსვლა შესაძლებელი იქნება. ბელგია ცდილობს, ითამაშოს საკუთარი როლი ამ პროცესში და მუდამ, როდესაც მოსკოვში დისკუსიებს ვმართავთ, ორი რეგიონის საკითხს ვაყენებთ. ეს საკითხი ყოველთვის დღის წესრიგშია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განვაცხადე, რომ მნიშვნელოვანია მიღწეულ იქნას პროგრესი, რადგან შეუძლებელია სიტუაცია დარჩეს ისეთი, როგორც დღეს არის“, - განაცხადა ბელგიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა