ბელგიის ვიცე-პრემიერი - თუ საქართველო მეტ რეფორმას განახორციელებს, ჩვენც მეტი უნდა გავაკეთოთ

თუ საქართველო მეტ რეფორმებს განახორციელებს, ჩვენც მეტი უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიდიე რეინდერსმა ბელგია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, ნატო-სა და ევროკავშირის ფორმატში თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად ბელგიის არჩევაში მხარდაჭერისთვის.

„ბელგიას და საქართველოს შორის საკმაოდ კარგი ურთიერობები არის ჩამოყალიბებული. ძალიან ბევრი ბელგიელი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, მაგრამ შეგვიძლია კიდევ გავზარდოთ ეს რიცხვი. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ აქტიურად ვთანამშომლობთ მათ შორის საპოლიციო კუთხით. რაც შეეხება ვაჭრობას და ინვესტიციებს, ბელგიურ კომპანიებს აინტერესებთ საქართველოში მუშაობა, მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართულებით“, - განაცხადა ბელგიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა.

დიდიე რეინდერსის თქმით, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში მიმდინარეობს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში. ადამიანის უფლებების მიმართულებით კი, რეინდერსმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ბელგიასა და საქართველოს შორის, შესაძლებელია, ეროვნული გეგმების თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარება მოხდეს ოჯახში ძალადობის, რასიზმისა და სხვა მიმართულებებით.

„რაც შეეხება საქართველოს და ევროკავშირის ურთიერობებს, ჩვენ ყოველთვის ვუხსნით ჩვენს კოლეგებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „მეტი მეტის წილ“ გავაკეთოთ. თუ საქართველო მეტ რეფორმებს განახორციელებს, ჩვენც მეტი უნდა გავაკეთოთ. ბრიუსელში ძალიან აქტიური სამზადისი მიმდინარეობს ნატო-ს სამიტისთვის. აქაც უნდა დავანახოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მეტის გაკეთება ძალუძს საქართველოს და პირიქით. საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია, დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში და შესაძლებელია შავი ზღვის აუზის და სხვა ოპერაციების თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. მნიშვნელოვანია, ბელგიამ შემდეგ სამიტზე განაცხადოს და ანახოს სხვა წევრებს, რომ საქართველოს მეტის გაკეთება შეუძლია, მეტი შეიძლება გაკეთდეს ნატო-ს მხრიდანაც, ვინაიდან თქვენი რეგიონი უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ბელგიის ვიცე-პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი