კახა კუჭავა - ერთხელ და საბოლოოდ უნდა გამოცხადდეს ბრძოლა უკანონო ხე-ტყის ჭრასთან

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველოში ხე-ტყის ჭრა, უკვე წლებია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს ძალების გაერთიანება, შესაბამისი თანხების გამოყოფა, სტრუქტურების გაძლიერება და გამოცხადდეს უკომპრომისო ბრძოლა უკანონო ხე-ტყის ჭრასთან. ტყის კოდექსი, რომელიც პარლამენტში მუშავდება, ეს მხოლოდ დასაწყისია, ამას უნდა მოჰყვეს ხის სექტორის რეფორმა, რაც სტრუქტურულ ცვლილებებსაც გულისხმობს. ეს საბოლოოდ მიგვიყვანს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის - ტყის მასივების მდგრად მართვაზე. ჩვენ წინა სესიების განმავლობაში გავამკაცრეთ კანონმდებლობა უკანონო ხის ჭრასთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია სისტემური მიდგომა, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას და შეწყდეს ტყეების უკანონოდ გაჩეხვა“, - განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავას კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ჭუბერში მომხდარი სტიქიას ტყის უსისტემო გაჩეხვამ ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა