„თბილისის მიკროავტობუსი“ - მძღოლს, რომელიც შსს-მ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავა, სისხლში ალკოჰოლური ნივთიერების ნარჩენები აღმოაჩნდა, ალკოტესტით სიმთვრალე არ დადგენია

მძღოლს, რომელიც შსს-მ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავა, სისხლში ალკოჰოლური ნივთიერების ნარჩენები აღმოაჩნდა, ალკოტესტით სიმთვრალე არ დადგენია, - ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მძღოლი დილითაც შემოწმდა და ის ნასვამი არ ყოფილა.

„როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ დილით, როდესაც მიკროავტობუსის მძღოლი ავტოფარეხში გამოცხადდა, მას არ დადგენია ნასვამობა. ამის შემდეგ, მას გადაეცა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ქიმწმენდაზე მიჰყავდა, ამიტომ არ ჰყავდა მგზავრები ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ის გათიშულ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სისხლის ანალიზი ჩაუტარდა, რა დროსაც სისხლში ალკოჰოლური ნივთიერების ნარჩენები აღმოუჩნდა. თუმცა, ალკოტესტით მას სიმთვრალე არ დადგენია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. დამატებითი ექსპერტიზისთვის სისხლი ასევე გადაგზავნილია სამხარაული ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“, - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დააკავეს და მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დ.თ.

გამოავლინეს და დააკავეს. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად, დ.თ. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში, სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება კი სამმა ადამიანმა მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა