კვარხეთში 2,7 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კვარხეთში, გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება.

მოქალაქეები მერთან იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომლებიც მოუწესრიგებელი გზის გამო ექმნებოდათ. მათი ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთს გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

მეჯვრისხევის შიდა სახელმწიფოებრივი გზიდან სოფელ კვარხეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის 2 724-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხელშეკრულების მიხედვით ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 985 312 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ აწარმოებს.

პროექტი გზის აღნიშნული მონაკვეთის კაპიტალურ შეკეთებას, ორფენიანი ასფალტის საფარის, ახალი სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა