რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში, საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის თვითმმართველობიდან აცნობეს, საკრებულოს თავმჯდომარემ, რუსთაველებს თვითმმართველობის ორგანოს 7 თვის მუშაობის შედეგები გააცნო.

ლევან ონიანმა, საანგარიშო მოხსენებაში, საკრებულოში ინიცირებულ საკითხებზე, რუსთავში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა სახის პროექტებზე ისაუბრა.

პრეზენტაციას, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა