გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გოგოჭური საკუთარ ავტომობილში დაჭრეს

პრეზიდენტის სიძეს მინდია გოგოჭურს ჭრილობები საკუთარ ავტომობილში მიაყენეს, - აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, მარტოდ მყოფ გოგოჭურს ცეცხლი შენიღბულმა პირმა გაუხსნა. საქმის დეტალებს გოგოჭური გამოძიებას არ უყვება.

„კურიერის“ ინფორმაციით, საქმეში დევს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, საიდანაც დგინდება, რომ დაჭრილი გოგოჭური კლინიკაში თავისი ავტომობილით მიიყვანეს. პრეზიდენტის სიძე გადაუდებელი დახმარების ცენტრში მარტო შევიდა. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ავტომობილი რომელსაც, სავარაუდოდ, გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავა მართავდა, ტერიტორიიდან რამდენიმე წუთში გავიდა. ამ ავტომანქანას პოლიცია ეძებს, რომლიც „კურიერის“ ინფორმაციით, გადამალულია.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური გუშინ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა