მთაწმინდაზე ქართული სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში დღეს, 11:00-დან 21:00 საათამდე, ქართული სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროექტ „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს, ღონისძიების მიზანია ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების პოპულარიზაცია და რეალიზაცია. ქართველი მეწარმეების და ერთმანეთისგან განსხვავებული სათამაშოების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს.

მათივე ცნობით, გამოფენა-გაყიდვაზე ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს შეეძლებათ დაათვალიერონ და შეიძინონ საქართველოში დამზადებული სათამაშოების მრავალი სახეობა - ხის სათამაშოები, ფაზლები, საბავშვო დეკორაციები, ხის შემეცნებით-გასართობი სათამაშოები, სამაგიდო თამაშები და სხვ.

ასევე, გამოფენა-გაყიდვის გარდა, პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცე, კერძოდ, ექსპერიმენტარიუმი, ყვავილების გვირგვინების დამზადება, კულინარია ბავშვებისთვის, ხატვის სივრცე, სხვადასხვა თამაშები და ა.შ. ამასთანავე, გაიმართება კონცერტი, სადაც იმღერებენ რეზო ბავშვები და გორის გოგონათა გუნდი.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს