მაიკ პომპეო - პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ნათელი მომავლის გარანტიას აძლევს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ნათელი მომავლის გარანტიას აძლევს იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება, - ამის შესახებ ფხენიანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ნათელი მომავლის გარანტიას აძლევს. თუმცა, საამისოდ საჭიროა კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის განხორციელება“, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

დღეს მაიკ პომპეომ მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო „შრომის პარტიის“ ერთიანი ფრონტის განყოფილების ხელმძღვანელთან კიმ იონ ჩხოლესთან.

ეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს რიგით მესამე ვიზიტია ჩრდილოეთ კორეაში. მაიკ პომპეოს ვიზიტი დღეს სრულდება, რის შემდეგაც ის იაპონიაში გაემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა