გენერალი ნიკოლსონი - ქართველი ჯარისკაცები ნამდვილად ძლიერები არიან, მათი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია გასაოცარია აშშ-ს და ნატო-სთვის

ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია გასაოცარია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-სთვის“, - ამ სიტყვებით შეაფასა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებაში ქართული კონტინგენტის კონტრიბუცია საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას.

ამერიკელ გენერალთან საუბრისას ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ გენერალი ჯონ ნიკოლსონი საქართველოს დიდი მხარდამჭერია. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე დაესწრნენ.

„მინდა, ღრმა პატივისცემა გამოვხატო საქართველოს მიერ შეტანილი უდიდესი წვლილისთვის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. მე, როგორც ნატო-ს ეგიდით მიმდინარე მისიის ხელმძღვანელმა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი, რამაც ხელი შეუწყო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და ბოლო 17 წლის განმავლობაში ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას. როგორც ამერიკელი მეთაური, კი მინდა ვთქვა, რომ არასდროს დაგვავიწყდება საქართველო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი მოკავშირეა 11 სექტემბრის შემდეგ ერაყსა და ავღანეთში.

ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია გასაოცარია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის. ქართველი ჯარისკაცები ნამდვილად ძალიან ძლიერები არიან. დიდ პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს მიმართ მისიაში მონაწილეობისთვის“ , - განაცხადა ნიკოლსონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა