ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ნაწილი დაიტბორა

უხვი ნალექის შედეგად ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ნაწილი დაიტბორა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განუცხადეს, ამის მიზეზი ბულვარის ტერიტორაზე საწრეტი მილების გაჭედვაა.

„უკვე გამოძახებულია შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაასუფთავებენ მილებს. რაც შეეხება წყლის მიმართულების შეცვლას, შევადგენთ პროექტს და უახლოეს მომავალში გადაიჭრება ეს პრობლემა. ამას რამდენიმე ასეული ლარი დასჭირდება“, - აღნიშნა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა ბორის ღადუამ.

ბულვარის რეკონსტრუქცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მოეწყო სანიაღვრე არხი და შშმ პირებისთვის პანდუსები. გარდა ამისა, დამონტაჟდა გარე განათება. მოეწყო ახალი სკამები და სანაგვე ურნები, დაირგო ახალი მცენარეები. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გრინსერვისი“ განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 910 ათას 532 ლარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა