გურჯაანის რაიონში კაკლის და მაყვლის ახალი ბაღები გაშენდა

“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს „გეალოგოსმა“ 8 ჰა მიწის ფართობზე კაკლის და მაყვლის ახალი ბაღი გააშენა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ხეხილის ბაღები გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მდებარეობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა მარიამ მეკოშკიშვილმა, კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შპს „გეალოგოსის“ კაკლის და მაყვლის ბაღი დაათვალიერა.

ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღიების გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 36.215 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 24.220 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 11.995 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის. ჯამურმა ინვესტიციამ 62.790 ლარი შეადგინა.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5.264 ჰექტარზე. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 28.037.524 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1820 ჰა მიწის ფართობზე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა