გიორგი მღებრიშვილი მაშველებს სოფელ ჭუბერში გაწეული სამუშაოებისთვის მადლობას უხდის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა მაშველებს სოფელ ჭუბერში გაწეული სამუშაოებისათვის მადლობა გადაუხადა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ ყოველთვის ადამიანების სამსახურში ხართ. მადლობა იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გამოავლინეთ. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ თითოეული ადამიანი თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სამაშველო ძალები სტიქიის ზონაში უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა