8-9 ივლისს, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ II ფორუმი გაიმართება

8-9 ივლისს, ყვარლის მუნიციპალიტეტში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ II ფორუმი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“პარლამენტიდან აცნობეს, ფორუმს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გახსნის.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და კახეთის რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით.

ღონისძიებაზე იმსჯელებენ თემებზე: სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმა მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემა (სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია), ახალგაზრდული პოლიტიკა მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეთა მონაწილეობა (ჩართულობა), სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ თვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე.

ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება იმართება, შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა