სოფიო ქაცარავა - ჩვენი რეზოლუციის პროექტი მოიცავს ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობას კიდევ ერთხელ ადასტურებს

ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესია მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომით დაიწყო, რომელზეც საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ რეზოლუციის პროექტი „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ წარადგინა. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა განსახილველი საკითხებიდან მისი ამოღება მოითხოვა, რასაც კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა მოჰყვა. ასამბლეის დელეგაციათა ხმათა უმრავლესობით - 29 მომხრე, 2 წინააღმდეგი - საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი სესიის დღის წესრიგში დარჩა.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განსახილველად წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავს ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მოთხოვნის პასუხად.

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საჭიროებას და ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარულის მკვლელობის გამოძიებასა და საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას მოიცავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა