აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 242 წლის იუბილის აღსანიშნავად, საქართველოში აშშ-ს საელჩოში პიკნიკი მოეწყო. ღონისძიებას ამერიკის სავაჭრო პალატამ ამერიკის საელჩოსთან ერთად უმასპინძლა.

ამერიკის საელჩოს ეზოში ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის სათამაშო მოედნები იყო მოწყობილი. ამერიკელმა და ქართველმა ოჯახებმა კი ამერიკული სტილის "ბარბექიუთი" ერთად ისიამოვნეს.

ღონისძიებას აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი ესწრებოდნენ. მათ 1500-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლეს.

"ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში წარმოადგენს აქ მომუშავე ამერიკულ ბიზნესკომპანიებს. ისინი ამერიკის საელჩოს და საქართველოს მთავრობის ძლიერი პარტნიორები არიან, ხელს უწყობენ საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას და ქართული ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ მოხარულები და ამაყი ვართ, რომ ამ დღესასწაულს ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად აღვნიშნავთ, ვზეიმობთ ამერიკის დამოუკიდებლობას ამერიკულ კომპანიებთან და მეგობრებთან ერთად", - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

მაიკლ ქაუგილის თქმით, ყოველთვის დიდი სიამოვნებაა საელჩოში ყოფნა და არაჩვეულებრივ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.

„მიმოიხედეთ და დაინახავთ, რომ ჩვენ მხოლოდ ამერიკის დამოუკიდებლობის 242-ე წელს კი არ აღვნიშნავთ, არამედ ვზეიმობთ იმ ღირებულებებს, რაც ამერიკას მიაქვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. შეხედეთ საქართველოს, რა გზა გაიარა და როგორი პროგრესი აქვს დემოკრატიის განვითარებისა და დამოუკიდებლობის კუთხით. ამერიკის სავაჭრო პალატისა და აშშ-ის საელჩოს სახელით გეტყვით, რომ მოხარულები ვართ, რომ აქ ვართ არაჩვეულებრივ პარტნიორებთან ერთად. ამ ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილია ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ყოფნა, აქ არიან ჩვენი ამერიკელი და ქართველი მეგობრები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ დღეს არა მხოლოდ ამერიკის დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, არამედ თავისუფლებას მსოფლიოს გარშემო", - განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა საქართველოში მაიკლ ქაუგილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა