გიორგი ხანიშვილმა „კოოპ-მარკეტი“ დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა კოოპერატივების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „კოოპ-მარკეტი“ დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ხანიშვილმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან ერთად, ფერმერებს კოოპერატივების საერთაშორისო დღე მიულოცა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით გამართულ გამოფენა-გაყიდვაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა აგროპროდუქციის მწარმოებელმა 20-ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მიიღო მონაწილეობა. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია: თაფლი, ღვინო, ჩაი, ჩირი, ჩურჩხელა, ასევე ხილი და ყველი.

ღონისძიება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა საქართველოს 2013 წლიდან დაიწყო. მცირე ფერმერთა გაერთიანებების, კოოპერატივების სწრაფი განვითარებისათვის შემუშავდა არაერთი სახელმწიფო პროგრამა სხვადასხვა დარგის კოოპერატივების ხელშეწყობისთვის.

დღეისთვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არის რეგისტრირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა