დიდიე რეინდერსი - რეფორმები, რომლებიც საქართველომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაატარა, შთამბეჭდავია

დიდიე რეინდერსი კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას - ამ სათაურით დაიბეჭდა სტატია ბელგიურ გაზეთ „RTBF“-ში, რომელშიც ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდიე რეინდერსმა, კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი, ასევე, უსაფრთხოებისა და საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო. დიდიე რეინდერსმა საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, უსაფრთხოების სექტორსა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაატარა, შთამბეჭდავია.

ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში წარგზავნილი პოლიციის ატაშე უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ბელგიურ გაზეთ „RTBF“-ში დაბეჭდილი სტატიის თარგმანს შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა