დეპუტატებმა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ II ფორუმზე თვითმმართველობებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ორგანიზებით გამართულ სახელმწიფო დაადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის II ფორუმის დღევანდელ სესიაზე 3 თემაზე იმსჯელეს. თითოეული პანელი დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პირველ პანელზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია უწევდა მოდერირებას, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმა განიხილეს.

„სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმამ ძალიან საინტერესო გზა გაიარა საქართველოში. 2007 წელს იგი ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო და ყურადღება სამ ასპექტზე იყო გამახვილებული. ესენი იყო: რეფორმის საკანონმდებლო მხარდაჭერა, შიდა აუდიტის სისტემების მოწყობა და ჰარმონიზაციის ცენტრის ჩამოყალიბება და სრულყოფა, რომელსაც კოორდინაცია უნდა გაეწია ამ სისტემისთვის“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. მისი თქმით, სამივე მიმართულებით რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, 2017 წელს შეიქმნა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც რეფორმის შემდგომ ეტაპს განსაზღვრავს.

ამასთან საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მეორე პანელზე ფორუმში მონაწილეებმა თვითმმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემის (სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის) შესახებ იმსჯელეს. განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა სკოლებში პრობლემების მოგვარების მისეული ხედვა გააცნო აუდიტორიას. მისი განცხადებით, 2085 საჯარო სკოლიდან უმრავლესობაში ინფრასტრუქტურული კომპონენტიმნიშვნელოვნად მოიკოჭლებს.

„დაანონსებული ზრდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ბიუჯეტური დაფინანსებისა 6-7%- მდე მ.შ.პ.-დან აღნიშნული პრობლემის მოგვარების იმედს იძლევა. ეს იმედი კიდევ უფრო გაღვივდება, თუ დეცენტრალიზაციის I ტალღა სწორად იქნება დარეგულირებული და მაღალი გამჭვირვალობით შეძლებისდაგვარად სწრაფად წარიმართება“,- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

დღესვე, ფორუმის ფარგლებში, იმსჯელეს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ მუნიციპალიტეტებში.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენთვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე.

ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროსგანვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაWorld Vision. ღონისძიება იმართება, შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს