ჭუბერში დროებითი ხიდის დამონტაჟებას დაახლოებით 3-4 დღე დასჭირდება

ჭუბერის ცენტრში დროებითი ხიდის კონსტრუქციები მიიტანეს. რკინის კონსტრუქციები თავდაცვის სამინისტროს მანქანებით შეიტანეს. ტარდება არქიტექტურული სამუშაოები, რათა ზუსტად განისაზღვროს, თუ სად განთავსდება დროებითი ხიდი, რომელიც მდინარე ნენსკრას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ერთმანეთთან დააკავშირებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს დაახლოებით 3–4 დღე დასჭირდება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ტექნიკის მეორე მხარეს გადაყვანა, რომელიც ადგილზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ჩაატარებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა