„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები ჭუბერში გაემგზავრნენ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ჭუბერში გაემგზავრნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ახალგაზრდები გარემოსთვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ერთვება სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშინ, როდესაც სტიქია შედარებით მშვიდ ფაზაშია. სწორედ ამიტომ გვაქვს დასტური, რომ ჩავიდეთ სოფელ ჭუბერში და მოსახლეობას, რომელსაც სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, აღმოვუჩინოთ დახმარება. ეს არ არის რაიმე პოლიტიკური ტიპის აქტივობა. ეს არის სამოქალაქო ახალგაზრდული აქტივობა და ძალიან გაგვიხარდება თითოეული იმ ადამიანის ნახვა, ვისაც ექნება სურვილი, ჩვენთან ერთად ჩაერთოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისი თქმით, თბილისიდან ჭუბერის მიმართულებით ჯგუფები მომდევნო დღეებშიც გაემგზავრებიან და სტიქიის შედეგად დაზარალებულებს იმ დრომდე დაეხმარებიან, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს