ფესტივალ „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის ფარგლებში, ფოტოგამოფენა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის ფარგლებში, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „ჩვენ აქ ერთად ვართ“ მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ფოტოგამოფენა ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის მეგობრობის სახალხო ზეიმის ისტორიულ კადრებს ასახავდა, რომელიც 1979 წლიდან რუხის სავაჭრო ცენტრის დღევანდელ ტერიტორიაზე იმართებოდა. სახალხო ზეიმი საყოველთაო მშვიდობის იდეას ემსახურებოდა.

მათივე ცნობით, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და ანსამბლმა „გორდელამ“ მიიღეს. ღონისძიებაზე აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ აუდიტორიას ახალი პროგრამა „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად“ შესთავაზა.

ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „Check in Georgia“-ისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.

რუხის სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ მიმდინარეობს და მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს. ფესტივალის აქტივობები სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტებს, ფესტივალებს, კონკურსებს, შეჯიბრებებს, მარათონს, დაჯილდოვებებს, ფილმების ჩვენებებს, საბავშვო ღონისძიებებსა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დიდ ეკრანზე პირდაპირ ტრანსლირებას მოიცავს.

ცნობისთვის, სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. რუხის სავაჭრო ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და დღეს რეგიონის ერთ-ერთ მასშტაბურ სავაჭრო დაწესებულებას წარმოადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა