ირაკლი კოვზანაძე ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კოვზანაძე ბრიტანეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვევა, სადაც მასპინძელი მხარე თავდაცვისა და უშიშროების მიმართულებით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე სახელმწიფო კონტროლის ინგლისური გამოცდილების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები აგრეთვე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში.

ვიზიტი ლონდონში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოსა და ბრიტანეთის ოფისების ორგანიზებით ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა