არქი ჯგუფის მშენებარე ბინები თბილისში

არქი ჯგუფი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. არქის მშენებარე ბინების ყიდვა თბილისის ყველა უბანშია შესაძლებელი. კომპანიას თბილისის მასშტაბით 15 დასრულებული და 17 მიმდინარე პროექტი აქვს, არქელების რაოდენობა კი 10 000-ს აღემატება. დასრულებული და მიმდინარე პროექტები თბილისის ყველა უბანს მოიცავს, იქნება ეს ცენტრი, თუ გარეუბნები. დასრულებული ბინებია ვაკეში, დიდ დიღომში, მუხიანში, მთაწმინდასა და საბურთალოზე. მშენებარე პროექტებია დიდ დიღომში, დიღმის მასივში, მუხიანში, გლდანში 2 სხვადასხვა ლოკაციაზე, საბურთალოზე, ვაზისუბანში ასევე 2 სხვადასხვა ლოკაციაზე. თუ გსურთ ბინის ყიდვა თბილისში არქი ჯგუფის პროექტებში, არჩევანი ძალიან დიდია.

არქის პროექტები ვაკეში

არქის ასევე აქვს დასრულებული 3 პროექტი ვაკეში. არქი თაუერი, რომელიც ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსია, თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის #37-ში მდებარეობს. ბინები არქი თაუერში უმაღლესი ხარისხის რემონტით ბარდება. დასრულებული ბინების შეძენა შესაძლებელია ასევე არქი ფალიაშვილის და არქი ბაგების პროექტებშიც.

არქის ბინები ვაზისუბანში

არქი მომხმარებელს ბინების ფართო არჩევანს სთავაზობს. ვაზისუბანში არქის ბინები 2 სხვადასხვა ლოკაციაზე - მუსხელიშვილსა და პატარიძის ქუჩებზეა წარმოდგენილი. არქი ვაზისუბანი მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, რომელიც ამჟამად 1 დასრულებულ კორპუსს და 1 მშენებარე, B ბლოკს მოიცავს. პატარიძის ქუჩაზე კი მიმდინარეობს არქი ვაზისუბანი 2-ის 2 ბლოკის - A და B-ს მშენებლობა.

არქის ბინები დიღომში

არქი ჯგუფი მოხმარებლებს მშენებარე ბინებს დიღმის რამდენიმე ლოკაციაზე სთავაზობს. არქის მშენებარე ბინის ყიდვა შესაძლებელია როგორც დიდ დიღომში, ასევე დიღმის მასივში. მოხმარებელს ბინები პრემიუმ კარკასით ბარდება, რაც მოიცავს: მოჭიმულ იატაკს, ცენტრალურ დგარებს მიყვანილს ბინამდე, შესასვლელ რკინის კარს, გათბობის მილებს, დაბალემისიურ მინებს, კერამოგრანიტის ფილებით მოპირკეთებულ აივანს, კომუნიკაციებს მიყვანილს ბინამდე და იზოთაბაშირით გალესილ კედლებს. არქიში ბინების ყიდვა ყველა გემოვნების ადამიანს შეუძლია, რადგან არჩევანი დიდია როგორც მშენებარე ბინების გეგმარებებში, ასევე ლოკაციაში.

ხელმისაწვდომი ფასები არქი ჯგუფის კიდევ ერთი პრიორიტეტია. უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები, მომხმარებლის სურვილზე მორგებული გეგმარება და პროექტის სხვა უპირატესობები არქის ბინებს თბილისში ძალიან მოთხოვნადს ხდის. არქის მშენებარე ბინები წარმოდგენილია შემდეგ უბნებში: ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა, ისანი, გლდანი, დიდი დიღომი, დიღმის მასივი, ვაზისუბანსა და მუხიანში.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა