თბილისის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში დაზარალებულთა დასახმარებლად 14 ტონა ტვირთი გაიგზავნა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფელ ჭუბერში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გაიგზავნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ შეძენილი პროდუქტები დიდუბის რაიონის გამგეობაში შეგროვდა და მესტიის მუნიციპალიტეტში გაიგზავნა. მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დახმარება რამდენიმე კერძო კომპანიამაც გაუწია.

დიდუბის გამგეობაში, საიდანაც დღეს, 14 ტონა ტვირთი ჭუბერში გაიგზავნა, გამგებლებთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი იმყოფებოდა.

„თბილისის გამგეობების ინიციატივით, ჭუბერში გასაგზავნად, გამგეობის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები შეაგროვეს. მიხარია, რომ გამგეობას შემოუერთდა ბიზნესი, მოქალაქეები და საბოლოო ჯამში, პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და მედიკამენტების შთამბეჭდავი რაოდენობა შეგროვდა. ტვირთი ჭუბერში იგზავნება, რათა დაზარალებულებს დავეხმაროთ“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

დიდუბის რაიონის გამგებელის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, გამგეობის თანამშრომლების ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობა და რაიონებში არსებული კერძო კომპანიების წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით შეუერთდნენ.

„ეს გამგეობის თანამშრომლების კეთილი ნებაა, რომელსაც მოსახლეობა და რაიონებში არსებული კერძო ბიზნესები შემოუერთდა. რაც შეეხება პროდუქტებს, შეგროვდა ფქვილი, შაქარი, ბურღულეული და არამალფუჭებადი პროდუქცია. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ბიზნესმენს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ დახმარებაში. 13 ივნისის სტიქიის დროსაც, ვაკეს და საბურთალოს იგივე ენთუზიაზმით ვეხმარებოდით. ათივე გამგეობა იგივე ენთუზიაზმით ეხმარება ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

სოფელ ჭუბერში, 5 ივლისს, მდინარე ნენსკრას ადიდებამ მთის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დაიტბორა, დაზიანდა ხიდები და საცხოვრებელი სახლები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ყველა შესაბამისი უწყება და სამსახურია ჩართული. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები. მობილიზებულია ასევე, დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის