„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები ჭუბერში სტიქიის შდეგების სალიკვიდაციო და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობენ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები ჭუბერში სტიქიის შდეგების სალიკვიდაციო და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და გაწმენდით სამუშაოებში, ასევე პროდუქტის დარიგების პროცესში ჩაერთნენ.

თბილისიდან ჩასული მოხალისეები ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროს ალექსანდრე ხვადაგიანს შეხვდნენ და უსაფრთხოების წესებისა და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

მოხალისეთა ჯგუფი საკოორდინაციო საბჭოს დაექვემდებარება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს