ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ჭუბერში პანელური სამხედრო ხიდის მონტაჟი ინტენსიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო პროცესი სპეციალური სანათების საშუალებით გვიან ღამემდე გაგრძელდება. ხიდის აწყობის შედეგად შესაძლებელი იქნება მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე მძიმე ტექნიკის გადასვლა.

სტიქიის ზონაში მთელი დღის განმავლობაში 60 ერთეული სამშენებლო ტექნიკა მუშაობდა. მიმდინარეობს აღდგენითი და მდინარის ნაპირის გამაგრებითი სამუშაოები. მძიმე ტექნიკა მუშაობს ალტერნატიული შემოვლითი გზის გაყვანაზეც. ტექნიკის ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური სანათების საშუალებებით იმუშავებს.

სტიქიის ზონაში აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლები. ჭუბერის აბონენტების ნახევარზე მეტისთვის ელექტრომომარაგება აღდგენილია.

სტიქიის ზონაში, იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომომადგენლები და მოხალისეები, რომლებმაც დღეს გაწმენდით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

გუშინ, თავდაცვის სამინისტრომ ჭუბერში 50-მეტრიანი პანელურ ხიდი და 18 ერთეული სამხედრო-საინჟინრო ტექნიკა გაგზავნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს