გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ჭუბერის ცენტრში დროებითი ხიდის მშენებლობა დასახელებულ ვადებზე ადრე დასრულდება

ჭუბერის ცენტრში დროებითი ხიდის მშენებლობა დასახელებულ ვადებზე ადრე დასრულდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კობა გაბუნიამ განუცხადა.

გაბუნიას განცხადებით, გუშინ მცირეგაბარიტიანი ტექნიკა მდინარის მარცხენა სანაპიროზე გადაიყვანეს, რითაც მარცხენა სანაპიროს ხიდის ბურჯის მშენებლობა დაჩქარებულ ტემპში განხორციელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებითვე, მათ მიერ მოწვეულმა კომპანიებმა ახლა უნდა მოახდინონ სრული სამუშაოების ჩატარება ნაპირდაცვით და გასწორხაზოვნების კუთხით.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი და ჩვენ მიერ მოწვეულმა კომპანიებმა უნდა მოახდინონ სრულად სამუშაოების ჩატარება, ნაპირდაცვა, გასწორხაზოვნება და ა.შ. რაც შეეხება ხიდს, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და სავარაუდოდ, მისი აღდგენა დასახელებულ 4–5 დღეზე ადრე მოხდება. ჩვენც მოვახერხეთ და გუშინ ღამით მცირეგაბარიტიანი ტექნიკა გადავიყვანეთ სანაპიროზე, რათა დაჩქარდეს მარცხენა სანაპიროს ხიდის ბურჯის სამუშაოები“, – განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს