ჭუბერის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება დღესაც გაგრძელდება

ჭუბერის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისთვის პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგება დღესაც გაგრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სიებს ადგენენ, რის შემდეგაც პროდუქტის დარიგება დაიწყება. შესაბამისი დახმარება ხეობაში შემავალ ათივე სოფელზე გადანაწილდება. პროდუქტების შემადგენლობაში შედის: პურის ფქვილი, შაქარი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, სასმელი წყალი, სანთელი და ჰიგიენური საშუალებები.

სოფლებში, სადაც გზა ამ დრომდე დაზიანებულია, პროდუქტს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიგებენ.

ამასთან, ჭუბერის ხეობაში, მდინარის წყლის დონე საგრძნობლად დაწეულია და ის ამ ეტაპზე საფრთხეს არ უქმნის არც მოსახლეობას და არც მიმდინარე სამუშაოებს აფერხებს.

ცალკეულ ტერიტორიებზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. პარალელურ რეჟიმში ხდება ნაპირსამაგრი და გზის გაწმენდითი სამუშაოების შესრულება, ასევე ელექტროენერგიის აღდგენისთვის საჭირო სამუშაოები.

სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შს სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „ენერგო - პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს