მარიამ ჯაში მიხეილ ბატიაშვილს, რომელიც, სავარაუდოდ, განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებს, „ძალიან საინტერესო პროფესიონალად“ აფასებს

მიხეილ ბატიაშვილს ვიცნობ როგორც ძალიან საინტერესო პროფესიონალს - ეს არის ადამიანი, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის რექტორია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა.

ამასთან, ჯაში თავს იკავებს იმ ინფორმაციის დადასტურებისგან, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ბატიაშვილის წარდგენას ეხება.

"მისი დადებითი შეფასება ინტერესთა კონფლიქტში არ ჩამეთვლება. მე პირადად კვლევაზე ზუსტად იმ უნივერსიტეტში ვმუშაობ, რომელსაც ბატონი მიხეილი ხელმძღვანელობს. პიროვნულად და პროფესიონალურად მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო, თუმცა კანდიდატთან დაკავშირებულ განხილვებს ვერ დაგიდასტურებთ", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრთა კაბინეტს დაემშვიდობება. როგორც საპარლამენტო კულუარებში საუბრობენ, განათლების უწყებას, რომლის ფარგლებშიც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროც გაერთიანდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩხენკელმა შესაძლოა, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა