სოზარ სუბარი - ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში, ჭუბერში ღვარცოფი და მეწყერი, შესაძლოა განმეორდეს

ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში, ჭუბერში, ღვარცოფი და მეწყერი შესაძლოა განმეორდეს, თუმცა ამ მასშტაბის აღარ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, გეოლოგებმა ხეობა რამდენჯერმე სრულად დაათვალიერეს.

„გეოლოგები პრაქტიკულად, გამორიცხავენ ამ ეტაპზე მსგავი მასშტაბის სტიქიას. ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში, ასეთი ტიპის ღვარცოფები და მეწყერები შესაძლოა განმეორდეს, თუმცა ამ მასშტაბის აღარ იქნება. ძირითადი მასა უკვე წამოსულია. რა მოხდება ერთი და 5 წლის შემდეგ, ამას გაცილებით სერიოზული კვლევები დასჭირდება. ზოგადად, მდინარე ნენსკრას აქვს 15-მდე შენაკადი. თითოეული მათგანი წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს, თუ არ იქნება მდინარეების პოტენციალის სწორი მართვა.

რაც შეეხება ხეების ჭრას, ეს არის არა სტიქიის გამომწვევი მიზეზი, არამედ, პროცესის გამაღრმავებელი. ამაში გარემოს დაცვის სამინისტრო მომავალში უფრო აქტიურად ჩაერევა. ამ ეტაპზე ამის საშუალებაც არ არის. ხეობის ის ნაწილი, საიდანაც მასა წამოვიდა, აბსოლუტურად მოწყვეტილია სოფელს და შეუძლებელია იქ გადაადგილება, თუ ვერტმფრენით არ წავლენ. ამის სასწრაფო აუცილებლობა კი, ამ ეტაპზე არ გვიდგას“, - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, სოფელ ჭუბერში, 5 ივლისს, მდინარე ნენსკრას ადიდებამ მთის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დაიტბორა, დაზიანდა ხიდები და საცხოვრებელი სახლები.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო