ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკასთან არსებული მუსიკალურ-თეატრალური სტუდიის ბავშვები ბათუმს სტუმრობდნენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების საბავშვო ბიბლიოთეკასთან არსებული მუსიკალურ-თეატრალური სტუდიის ბავშვები გაცვლითი პროექტის ფარგლებში ბათუმს სტუმრობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მათ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში ბათუმელი თანატოლებისთვის ირმა მალაციძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "სამშვენიეროს ლამაზმანები" წარადგინეს.

„ღონისძიება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის მხარდაჭერით შედგა. საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორ მაკა დიდებულიძის და მუსიკალური-თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელ ნონა ტეფნაძის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებასა და ბათუმის საბავშვო ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა