ოთარ კახიძე - პრინციპული პოზიციაა, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა ჟურნალისტებისთვის გახსნილი იყოს

პრინციპული პოზიციაა, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა ჟურნალისტებისთვის გახსნილი იყოს, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს სხდომის დაწყებამდე დააფიქსირებენ.

ოთარ კახიძის თქმით, „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს შალვა შავგულიძეს და მათი კანდიდატი რეალურად შეძლებს არსებული პრობლემების მოგვარებას.

"ევროპული საქართველო“ შალვა შავგულიძის კანდიდატურას იმის გამო აყენებს, რადგან მიგვაჩნია, რომ პროკურატურას სჭირდება საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ხელმძღვანელი. სარალიძის საქმემ კარგად აჩვენა რა პრობლემებია პროკურატურაში. რეფორმებს ვერ გაატარებს ის პირი, ვისაც არ აქვს საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა. ხელისუფლების მორიგი ფიგურა შალვა თადუმაძე ამ მანდატით აღჭურვილი ვერ იქნება.

ვითხოვთ, ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესი, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რა პრინციპებით არჩევენ პროკურორს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს