ჟინვალის წყალსაცავსა და ბაზალეთის ტბაზე უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები გატარდა

ჟინვალის წყალსაცავსა და ბაზალეთის ტბაზე უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ ღონისძიებები გაატარეს. აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გაატარეს.

„მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, ჟინვალის წყალსაცავზე 6 ერთეული სახლართი ტიპის ბადე და ერთი ერთეული ე.წ. გოდორი, ხოლო ბაზალეთის ტბაზე, 100 მეტრი სახლართი ბადე და 8 ერთეული ე.წ. გოდორი ამოიღეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბადეში გახვეული თევზი ბუნებრივ პირობებში გაუშვეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ საქართველოს მასშტაბით, როგორც უკანონო თევზჭერის, ისე სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. გარემოსდაცვითი დანაშაულის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153, რაზედაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახური მყისიერად მოახდენს რეაგირებას“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი