შსს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის არსებობის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტყობინებების მიღებას ეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც თავს აარიდებენ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას ან გადაადგილდებიან იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნები.

„2005 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოქმედებს კანონით განსაზღვრული ნორმა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების პრევენციას. აღნიშნული მუხლი მოიცავს ისეთ დებულებებს, რომელთა დარღვევის აღმოჩენა პრაქტიკული თვალსაზრისით საპატრულო ეკიპაჟების მიერ შეუძლებელია (მაგ: გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, თვითნებურად გადაკეთებული ან შეცვლილი კონსტრუქცია და ა.შ.), რადგან ამ ტიპის გაუმართაობების აღმოჩენა შესაბამისი სპეციალისტების მიერ კვალიფიციურ ცოდნას და აღჭურვილობას საჭიროებს.

შესაბამისად, აღნიშნული დარღვევები უნდა გამოვლინდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების შედეგად. სწორედ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება არის ერთ-ერთი ის უმთავრესი წინაპირობა, რამაც ქვეყანაში გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა უნდა უზრუნველყოს.

საპატრულო პოლიციის მიერ კი დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც თავს აარიდებენ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას ან გადაადგილდებიან იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნები.

შესაბამისად, საპატრულო პოლიციის მიერ ნორმის ადმინისტრირების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედების შემდეგ. ვინაიდან, მანამდე, არ არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობის დამადასტურებელი მართლზომიერი საფუძველი.

საპატრულო პოლიცია უკვე ახდენს იმ კატეგორიის ავტომობილების გადამოწმებას და დაჯარიმებას, რომლებზეც ვრცელდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება.

2019 წლის 1 იანვრიდან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებულია ამ მიმართულებით გაიზარდოს აღსრულების ეფექტიანობა. კერძოდ, სამინისტროში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც არ გაუვლიათ კანონით სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ჭკვიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მიერ იქნას აღმოჩენილი,” - ნათქვამია განცხადებაში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა