ლია გიგაური - სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელია შესული

სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელია შესული, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, ჯგუფის ფარგლებში საგნის სწავლების მიზნებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

“სამუშაო შეხვედრები დაიწყო. კომუნიკაცია შედგა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს საგნის სწავლების მიზნები, შემდეგ უნდა შეჯერდეს ჯგუფი სტანდარტებზე და ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ სარეკომენდაციო პროგრამაზე. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჯგუფის ფარგლებში სწორედ მიზნებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ჯერ რაიმე კონკრეტულს ვერ გეტყვით, ვინაიდან ჩატარებული შეხვედრები ძირითადად, სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმვას და მიზნების განსაზღვრას ეხებოდა. განხილვებში ჩართულია ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება სავარაუდოდ, 2018-2019 წლის მეორე სემესტრიდან, ან მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა