დავით მათიკაშვილი - მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი გუნდი დასახულ მიზანს წარმატებით გაართმევს თავს

პრემიერ–მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილია გუნდი, რომელიც დასახულ მიზანს წარმატებით გაართმევს თავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება მეტი რეფორმა, რასაც მთავრობის განახლებული შემადგენლობა გაუმკლავდება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მინისტრობის ახალ კანდიდატებს კერძო და ფინანსურ სექტორში მართვის კარგი გამოცდილება გააჩნიათ და პრემიერ–მინისტრმა მათზე არჩევანი სწორად შეარჩია.

„მას შემდეგ რაც პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარდაჭერას გამოუცხადებს, ჩვენ ველოდებით ძალიან ბევრ წინ გადადგმულ ნაბიჯს“, – დასძინა დავით მათიკაშვილმა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: - განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.

რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა