კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობებზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო „რუმსში“, ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სიდა და DVV International წარმოადგენენ კვლევის შედეგებს, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების ეფექტიანობას ეხება.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მსჯავრდებულებისთვის პროფესიული განათლების მიწოდება მეტწილად ხორციელდება პროფესიული სწავლების სახელმწიფო პროგრამების მოდიფიცირების საფუძველზე.

„კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ყოველი ახალი ციკლის დასაწყისში ჭიანურდება, რაც განპირობებულია პროგრამის მრავალეტაპიანი დამტკიცების პროცედურებით.

კვლევამ აჩვენა, რომ ზოგადად დაბალია საგანამანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ბენეფიციართა ჩართვის მოტივაცია. მსჯავრდებულთა ნაწილისათვის, ამას განაპირობებს მათი პიროვნული დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი, შიშები და საზოგადოებისადმი უნდობლობა, ხოლო მეორე ნაწილი შესაძლოა ვერ ხედავდეს მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას და მინიმალურად აფასებდეს შემდგომი დასაქმების პერსპექტივას. მათი დაბალი მოლოდინები დამსაქმებლების დამოკიდებულება ნასამართლეობის მქონე პირებისადმი, ართულებს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების სამსახურში მიღებას და/ან მათ მიერ დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას.

კვლევა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება ნართლმსაჯულების სექტორში“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია განახორციელოს ისეთი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებას - სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა