ნოდარ ხარშილაძე - წლევანდელი სამიტი, ალბათ, ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში - პირველი, სადაც მივიღებთ არაფერს

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, „წლევანდელი სამიტი, ალბათ, ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში“.

„პირველი სამიტია, სადაც მივიღებთ არაფერს. ზოგადად, ჩვენი ურთიერთობა ნატო-სთან 2008 წლის მერე მარტივ ლოგიკას ექვემდებარებოდა. ყოველი სამიტის წინ საქართველო ცდილობდა, რაღაც მიეღო პოლიტიკურად, ნატო ვერ გვაძლევდა და სამაგიეროდ ვიღებდით რაღაცას პრაქტიკულად: ახალ პაკეტს, საწვრთნელ ცენტრს და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნული გვეხმარებოდა, გაგვეღრმავებინა ნატო-სთან თანამშრომლობა და თავსებადობა. ამ სამიტზე საჩუქრად მოგვცეს არა ახალი ცენტრი ან პაკეტი, არამედ შეხვედრა უკრაინასთან დაწყვილებით - ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენზე ბევრად ცუდად აქვს საქმე, რადგან მას ღიად ბლოკავს უნგრეთი და ამ ეტაპზე პროგრესის თეორიული შანსიც არ აქვს“, - აცხადებს ხარშილაძე.

„არ არის საკმარისი მარტო საელჩოების მუშაობა ბრიუსელში და ვაშინგტონში, სამუშაოა ევროპის დედაქალაქებში, თან ძალიან აქტიურად და უმაღლეს დონეზე. მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, ქართული საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია ამაყად გაუთანასწორდა ქართულ ფეხბურთს თავისი წარმატებებით საერთაშორისო არენაზე“, - აცხადებს ხარშილაძე.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს