პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელებს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანებები სრულად ჩამოეწერებათ

მთავრობამ პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელებს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი სრულად ჩამოეწერებათ, თუ მათ 2013 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ საგადასახადო ანგარიშგება აღარ განუხორციელებიათ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების განხორციელების შედეგად, 27 634 გადასახადის გადამხდელს (იურიდიულ პირთა ოდენობა - 4 629, ხოლო ფიზიკურ პირთა რაოდენობა - 23 005) სრულად ჩამოეწერება დაახლოებით 550 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.

მთავრობა პროექტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას ითხოვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა