ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - ჩვენი ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არა მარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ განაწილებას

ჩვენი ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არა მარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ განაწილებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

„თვითონ ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი. თვითმიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ. ჩვენ თუ მივაღწევთ ეკონომიკის ზრდას მარტო იმითი, რომ ვთქვათ, შემოვიყვანთ დიდ ინვესტორს, რომელიც ააშენებს ძალიან დიდ ქარხანას და ამით გაიზრდება ეკონომიკა, მაგრამ ძირითადი მოსახლეობის კეთილდღეობა ხომ ამით არ გაიზრდება?! ის ხალხი, ვინც დღესდღეობით არის რეგიონებში, ისევ დაუსაქმებელი დარჩება და სიღარიბის დონე არ შემცირდება. ამიტომ ვიყენებთ ტერმინს ინკლუზიურობა - ჩვენ გვინდა გავზარდოთ ეკონომიკა და ერთდროულად შემოსავლები მოსახლეობას შორის თანაბრად გავანაწილოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი ადამიანი გამოიმუშავებს და მეორეს გაუნაწილებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა დავასაქმოთ ბევრად მეტი ხალხი და თვითონ რომ გამოიმუშავოს ის სახსრები, რომლითაც იცხოვრებს“, - განაცხადა ქობულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა