ავთანდილ ცინცაძე ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანა“ ეწვია

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ბავშვთა ჰოსპისში „ციცინათელების ქვეყანა“ იმყოფებოდა, რომელსაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ეტლი და საჩუქრები გადასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატი ადგილზე გაეცნო ჰოსპისის მუშაობას. სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა მახათაძემ მას დაათვალიერებინა პალიატალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ყველა სერვისი, რომელიც ჰოსპისში არსებობს. ამჟამად ცენტრში დარეგისტრირებულია 50 ბავშვი.

ავთანდილ ცინცაძემ ცენტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და ყველა პრობლემურ საკითხში დახმარებას დაჰპირდა. მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ჰოსპისში საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ბავშვთა ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა”, რომელიც პალიატიურ მზრუნველობას ახორციელებს 0-18 წლამდე ბავშვებისთვის. ჰოსპისი 3 მიმართულებით მუშაობს: 1. სტაციონარი 24 საათი; 2. შინ ზრუნვა 3. დღის ცენტრი. ცენტრის მიზანია უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა და მათი ოჯახის წევრების თანადგომა. ჰოსპისი შემოწირულობების საშუალებით მუშაობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა