ოთარ კახიძე - სახელმწიფოსთვის კომპანიის გადაცემა არასწორია, რადგან სახელმწიფო ვერ მიხედავს ქვანახშირის მომპოვებელ შახტს

პრობლემა არის ხელისუფლება, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში სათანადო რეაგირება ვერ მოახდინა – ვერც კანონი შეცვალა და ვერც არსებული აამოქმედა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

,,სახელმწიფოსთვის ამ კომპანიის გადაცემა, რა თქმა უნდა, არასწორია იმიტომ, რომ სახელმწიფო მითუმეტეს ვერ მიხედავს ქვანახშირის მომპოვებელ შახტს. ეს არის კერძო სექტორის საქმე. უნდა მოხდეს ან ხელახალი პრივატიზაცია ამ საბადოსი, ან თუ გამოდის, რომ ადამიანების ხოცვის გარეშე ქვანახშირს ვერ მოვიპოვებთ, აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანის სიცოცხლის სასარგებლოდ. თითის გაშვერა, რომ კვირიკაშვილის ბრალია, ხვალ ბახტაძის ბრალი იქნება. რეალური პრობლემა გვაქვს სხვაგან – პრობლემა არის ხელისუფლება, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში სათანადო რეაგირება ვერ მოახდინა, ვერც კანონი შეცვალა და ვერც არსებული აამოქმედა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ, რომლის კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს