ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით შეხვდნენ.

„შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც იქ დარჩენილი მოსახლეობა დგას. აღინიშნა ის ფაქტი, რომ გალის რაიონის მცხოვრებლები ტრადიციულად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი, ამიტომ ბოლო წლებში სხვადასხვა სახის დაავადებისა და მავნებელი მწერების გავრცელებით მნიშვნელოვნად დაზიანდა თხილისა და ციტრუსის ნარგავები, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიას, მიდგომებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის ყველა იმ რესურსზე ხელმისაწვდომობას, რაც ცენტრალურმა მთავრობამ შეიმუშავა.

„ისაუბრეს ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოწეული პროდუქციის საერთშორისო ბაზარზე გატანის შესაძლებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იქ არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ასევე ხელს შეუწყობს ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობების გაღრმავებას“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე, ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების აგრარულ პროექტებში უფრო აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე, რაც „ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას“.

შეხვედრას კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა