„ყაზტრანსგაზ თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისთან" შეუთანხმებელი სამუშაოებისას, სამშენებლო კომპანია "ქონსტრაქშენ სერვისმა" საბურთალოს რაიონში, კარტოზიას #8-ში, 450 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანების შედეგად, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზმომარაგება ავარიულად შეიზღუდა შემდეგ მისამართებზე: კახა შევარდენიძის, გივი კარტოზიას, ყაზბეგის გამზ. 18, 20, 25, საბურთალოს 57კ, 59კ, 61კ, 63კ, 65კ, 67კ, ზაქარიაძის, ასათიანის, ვ.ფშაველას გამზირი 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხსა და შესახვევში მდებარე კორპუსები, შალვა ნუცუბიძის ქ. 2-დან 50-ის ჩათვლით, 1-დან 57-ის ჩათვლით, დელისის ქუჩის დასაწყისს, დელისის 3, ასევე თამარაშვილის ქ. 13 (მ2)-ის ტერიტორია, ზემო-ვეძისის, ვ. ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი; გაზმომარაგება შეუწყდა მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, სასტუმრო ,,ბათესტა"-ს, შპს ,,ავერსის კლინიკა"-ს, ასათიანის ქუჩაზე – დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სხვა კომერციულ ობიექტებს.

კომპანიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია "ყაზტრანსგაზ - თბილისის" სწრაფი რეაგირების ბრიგადები რათა დროულად აღდგეს უსაფრთხო გაზმომარაგება.

როგორც „ყაზტრანსგაზ თბილისში“ აცხადებენ, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 18 ივლისის დილის 09 საათიდან და დასრულდება 16:00 საათისთვის.

„კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისი" ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოსახლეობას მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიოს გაზის ონკანები და არ დატოვოს უყურადღებოდ გაზის დანადგარები. კომპანიის ცნობით, მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა