დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ტყიბულის შახტში დაშავებული ორი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ტყიბულის შახტში დაშავებული ორი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს, რომლებსაც სხეულის მძიმე დამწვრობა აქვთ მიღებული, შესაბამისი ინტენსიური მკურნალობა ჩაუტარდათ.

„ორი ადამიანს, რომელსაც სხეულის ზედაპირის დიდი ფართობის დამწვრობა ჰქონდა, ჩაუტარდა გეგმური ჩარევა, გეგმური ქირურგიული და ინტენსიური ჩარევა. ბოლო დღეების განმავლობაში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ ყოფილა, რაც ამ სიტუაციაში კარგი ნიშანია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ გარდა, შემთხვევის დროს ექვსმა მუშამ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს